თეგებით ძიება
03. 11. 2022 ბიზნესი

სასოფლო-სამეურნეო სარწყავი სისტემების ავტომატური და დისტანციური მართვის ტიპები

წვეთოვანი სისტემის დანერგვა საქართველოში აქტიურად დაიწყო 7-10 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ფერმერი მიხვდა, რომ ამის გარეშე კონკურენტუნარიანი ვერ იქნებოდა.

ამჟამად სოფლის მეურნეობაში თანამდეროვე ტექნოლოგიების დანერგვის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ეს არის ბაღების და მინდვრების მორწყვი, ასევე სასუქების წყლის საშუალებით ფართობში შეტანის (ფერტიგაციის) ავტომატიზაცია და დისტანციური მართვა.

ამ ტექნოლოგიის უპირატესობებია:

1. ბაღებში წყლისა და სასუქის დაკარგვის თავიდან აცილება. ამ ტექნოლოგიით ხდება ფესვების სრული და ზომიერი დასველება, რაც მცენარეს სრულყოფილად ზრდის საშუალებას აძლევს;

2. სასუქების პორცია-პორციობით შეტანა, აუცილებელია მცენარის განვითარებისათვის და სასუქების დანაკარგების შესამცირებლად. ამასთანავე, მცირდება გარემოს სასუქით დაბინძურებაც;

3. მონო სასუქების გამოყენება, სასუქის ხარჯს 2-3-ჯერ ამცირებს;

4. ფართობში სასუქების ერთგვაროვანი განაწილება;

5. ფერმერული მეურნეობის ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა;

6. ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა, მათ შორის მუშახელზე.

ამ ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად ფერმერი მოკლე დროში აანაზღაურებს პირველად ინვესტიციას, მნიშვნელოვანად შეამცირებს მეურნეობისთვის გასაწევ ხარჯებს, აიღებს მეტ და ხარისხიან მოსავალს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

რას გულისხმობს ავტომატიზაციის და დისტანციური მართვის ეს სისტემები? რომელი სახეობის სისტემები ინერგება ჩვენს ბაზარზე და რამდენად ახორციელებენ ისინი იმ მიზნებს, რომლებიც ზემოთ არის დასახული?

გამოიყოფა სამი დონის ავტომატიზაციის სისტემა:

1. თაიმერული ტიპის სარწყავი სისტემა

ამ სისტემების მომწოდებელი კომპანიები იყენებენ Irritrol, Toro, Hunter, Rainbird სისტემებს, რომლებიც რეკომენდირებულია ლანდშაფტის (ბაღების, სპორტული მოედნების) სარწყავი სისტემების ავტომატური მართვისათვის. შესაბამისად, ეს სისტემები ფერმერს საშუალებას აძლევს, განახორციელოს სარწყავი სისტემის ავტომატური მართვა. აღნიშნული სისტემა ეხმარება ფერმერებს მუშახელთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვაში, ასევე უზრუნველყოფს ონკანის გახსნა-დახურვას. მისი აპარატურა იაფია, მაგრამ ძირითადი დანახარჯი გამტარებზე მოდის, რომლებიც მრავალი და მრავალძარღვიანია. ისინი ფართობში ყველა ონკანთან უნდა დამონტაჟდეს.

2. ანალოგიური დისტანციური მართვის სისტემა

აღნიშნულ სისტემა არ საჭირებს გამტარებს, ის ფართობის შიგნით რადიო კავშირით იმართება, ეს აპარატურა იმავე ბიუჯეტისაა, რაც პირველი გამტარების ღირებულება ერთად აღებული.

ეს სისტემა რადიო კავშირის გამო უფრო მოსახერხებელია, მას აქვს მობილური კავშირის სიმ ბარათი და მისი დანახვა შესაძლებელია, როგორც მობილურ ტელეფონებში სპეციალური აპლიკაციით, ასევე ვებ გვერდითაც. მას ასევე შეუძლია სენსორების მიერთება, რომლებიც ზომავენ წყლის ტენიანობას ნიადაგში, აგრეთვე წყლის დინებას მილებში და წყლის წნევას. ასეთი სისტემის მომწოდებელია მხოლოდ კომპანია Toro.

3. სრულყოფილი ავტომატიზაციის და დისტანციური მართვის სისტემა

ეს სისტემა უზრუნველყოფს ყველა ზემოთ დასახელებულ უპირატესობებს. ფართობის შიგნით კავშირი ხორციელდება რადიო კავშირებით, ან მონო "კაბელით", ფართობიდან კავშირი მოდის GSM კავშირით მობილურებში, სპეციალური აპლიკაციით, კომპიუტერებში სპეციალური პროგრამით და ქლაუდ ვებ გვერდზე. სისტემა უზრუნველყოფს როგორც ნებისმიერი ტიპის სენსორის, კლიმატ სადგურის, ან სხვა მზომის შეერთებას, წაკითხვას და დისტანციურად გადმოცემას. ის უზრუნველყოფს ერთგვაროვანი სასუქის შემრევი სისტემის ავტომატიზაციას და დისტანციურ მართვას. ეს არის სრულყოფილი სისტემა ციფრული ფერმერობის პლატფორმისათვის. ამ სისტემას შეუძლია მართოს საირიგაციო და საფერთიგაციო სისტემები ავტონომიურ რეჟიმში, თქვენ მიერ შერჩეული პირობის დაკმაყოფილებით.

დეტალურ ინფორმაცია სამივე ამ სისტემების შესახებ და მათი ბიუჯეტების ნედლ მონაცემების გასაცნობათ Proagro Georgia გამოფენაზე პავილიონი 11, სტენდი 10 და პრეზენტაციაზე 19 ნოემბერს 16 საათზე საკონფერენციო დარბაზში იმავე პავილიონში.

დეტალურ ინფორმაცია სამივე ამ სისტემების შესახებ და მათი ბიუჯეტების ნედლ მონაცემების გასაცნობად 19 ნოემბერს, 16:00 საათზე გვეწვიეთ ექსპო-ჯორჯიაში: 11 - პავილიონი , სტენდი 11.10. პრეზენტაცია იმავე პავილიონის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა