რომელ სართულზე სჯობს ცხოვრება და რატომ? - რა უნდა იცოდეთ, თუ კორპუსში ბინის ყიდვა გადაწყვიტეთ
დიდი ხანია ბინის ყიდვას გეგმავთ და უკვე ამის შესაძლებლობაც გაგიჩნდათ?.. ალბათ უკვე ხვდებით, რომ ბინის არჩევას მხოლოდ ფინანსური მხარე არ კჰყოფნის ახლა უკვე ახალი თავსატეხი გაგიჩნდათ - რომელ უბანში სჯობს ცხოვრება, რომელი პროექტი შევარჩიო, გარემონტებული ვიყიდო თუ თავად გავარემონტო, რომელი სართულია უკეთესი საცხოვრებლად?... - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რასაც საცხოვრებლის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ამ სტატიაში განვიხილავთ სხვადასხვა სართულზე ცხოვრების უარყოფით და დადებით მხარეებს, ხოლო რომელ სართულზე აირჩევთ ცხოვრებას - თავად გადაწყვიტეთ:
პირველი სართული
პირველ სართულზე ცხოვრებას უამრავი დადებითი მხარე აქვს. პირველი ესაა თანხის დაზოგვა - რადგან პირველ სართულზე ბინები უფრო იაფაია. გარდა ამისა, თქვენ არ შეგეხებათ ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე დაზოგავთ თანხას ტვირთის გადაზიდვაზე. გარდა ამისა, გექნებათ შესაძლებლობა ფანჯარასთან ტერიტორია საკუთარი გემოვნებით გაალამაზოთ, მიწისძვრის, ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს კი შენობას სხვებზე სწრაფად დატოვებთ.
თუმცა, პირველ სართულზე ცხოვრებას გარკვეული მინუსებიც აქვს და არცთუისე უმნიშვნელო: ბინები შედარებით ცივი და ნესტიანია და რემონტის გაკეთებაც უფრო ხშირად მოგიწევთ. პირველი სართულის სადარბაზოს კიბეზე მეტი მოძრაობაა და დანაგვიანების შანსიც მაღალია. თქვენი სიმშვიდე ასევე შეიძლება დაარღვიოს ლიფტის, ან სახლში შემომსვლელების ხმაურმა. როგორც წესი, პირველ სართულზე ბინებს არ აქვთ აივნები და არც ხედებით ტკბობის საშუალება გექნებათ.
მეორე სართული
მეორე სართულზე განთავსებულ ბინებს თავისი უპირატესობები აქვთ. მათ შორის, ასევეა ლიფტის ნაკლები საჭიროება, სწრაფი ევაკუაცია და ტვირთის მარტივი გადაზიდვა. მაცხოვრებლების ხმაური აქ უკვე ნაკლებად შეგაწუხებთ, თუმცა თუ თქვენს ქვემოთ განთავსებულია კომერციული სივრცე (მაღაზია, კაფე, სალონი და სხვა), ხმაურს, უსიამოვნო სუნსა და ფანჯარასთან მანქანების მოძრაობასაც ნუ გამოირცხავთ.
3-7 სართულები
ყველაზე კომფორტულია საშუალო სართულებზე განთავსებულ ბინებში ცხოვრება, რაც მაქსიმალურად გიცავთ ხმაურისგან, უცხოების მისვლა-მოსვლისგან, ნესტისგან, უსიამოვნო სუნებისგან და ა.შ. ასეთ ბინებში მეტი სინათლეა და რგორც წესი, ხედიც სასიამოვნო იშლება. თუ ბინას აივანიც აქვს, ეს უკვე დამატებითი ბონუსია.
8-15 და უფრო ზემოთ
თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები სიმაღლეში შეიძლება 30-40 სართულსაც აღწევდეს, ასეთ შენობებში საშუალო სართულებად 8-15 სართულები ითვლება. მოდით, ამ სართულებზე ცხოვრების უარყოფითი და დადებითი მხარეებიც განვიხილოთ: ქუჩის ხმაური საერთოდ არ შეგაწუხებთ, ფანჯრიდანაც გაცილებით შთამბეჭდავი ხედი გექნებათ, ასევე ჰაერი უფრო სუფთაა და გამონაბოლქვი ვერ ამოაღწევს. საერთოდ დაივიწყებთ ნესტს. თუმცა... ყველაფერი მთლად იდეალურად ნამდვილად არ არის - თუ შემთხვევით ლიფტი გაფუჭდა, კიბეების ფეხით ავლა მოგიწევთ... ასევე თუ თქვენ სიმაღლის ფობია გაქვთ, მაშინ ეს კიდევ ერთი მინუსია...
ბოლო სართული
თუ თქვენ ხმაურისგან და ადამინებისგან მაქსიმალურად იზოლაციაში ყოფნა გინდათ და არც კიბეებზე სიარულის პრობლემა გაქვთ, მაშინ რატომაც არა, შეიძინეთ ბინა ბოლო სართულზე.
ბოლო სართულის მთავარი უპირატესობაა ლამაზი პანორამული ხედები ქალაქზე, ნათელი და თბილი ოთახები, მეტი სიმშვიდე.
მინუსებს მიეკუთვნება: სახურავის დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება ბინაში წყალი ჩამოგივიდეთ... საგანეგებო სიტუაციებში გაგიჭირდებათ ევაკუაცია, ხოლო ტვირთის გადაზიდვას მარტივად და იაფად ნამდვილად ვერ შეძლებთ.
ამჯერად სულ ეს იყო... საბოლოოდ მაინც თავად უნდა გადაწყვიტოთ თქვენი შესაძლებლობებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, რომელ სართულზე ცხოვრება გირჩევნიათ, ჩვენ მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლეთ.