თეგებით ძიება

მუყაოს სახლი, რომელიც 24 საათში იწყობა და 50 წელზე მეტხანს ძლებს

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჰოლანდიაში გამოჩნდნენ ენთუზიასტები, რომლებმაც მუყაოს მასალისგან სახლის აშენება შეძლეს და ის თავის პატრონს სულ ცოტა, 50 წელს მოემსახურება. პროექტი ეკუთვნის კომპანია Fiction Factory-ს, რომელიც ამ ტიპის მოდულურ სახლებს ამზადებს. საცდელი სახლის ფართობი 28 კვადრატული მეტრია და მისი აწყობა  სულ რაღაც 24 საათში, თანაც ძვირადღირებული საძირკვლის გარეშე. შეიძლება

სახლის ძირითადი სამშენებლო მასალა უჯრედოვანი მუყაოა –ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელიც სპეციალური დამუშავებით იმდენად მტკიცე ხდება, რომ მისგან გამძლე შენობების აშენებაც შესაძლებელია. მუყაოს ტექნოლოგია ფრანგულმა კომპანია Bat'IPAC-მა შეიმუშავა. მასალა 100%-ით ბიოდეგრადირებადია და მისი გადამუშავება შესაძლებელია. ის სიმტკიცით ლითონს არ ჩამოუვარდება, ამასთან მსუბუქია და ამორტიზაციის უნარიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები 50-წლიან გარანტიას იძლევიან, სახლმა შეიძლება 100 წელი გაძლოს. ერთადერთი, რაც დაახლოებით 15 წელიწადში უნდა გამოცვალოს, გარე დამცავი ფენაა, რომელიც სახლს მზის სხივებისა და წვიმისგან იცავს.

Многослойная панель из картона, экологичного клея и древесины.

სახლი ძალიან მსუბუქია – მისი თითოეული სეგმენტი დაახლოებით 500 კგ-ს იწონის, რაც ნიშნავს, რომ საძირკველი  საჭირო არ არის, ეს კი ხარჯსაც ამცირებს  და მშენებლობის დროსაც. პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ 28 კვ.მ-ის მონე სახლის აწყობისთვის 24 საათი საკმარისია. 

Сборная конструкция дома из картона Wikkelhouse.

ამ დროისთვის მუყაოს სახლების სამი ძირითადი მოდელია შექმნილი: Basic, Office და Home. თითოეულ მათგანში არის წყალგაყვანილობა, ელექტროსისტემა, გათბობა, სამზარეულო, აბაზანა და საძინებელი. 

ეს პროექტი უკვე რეალობაა – Wikkelhouse-ის სახლები ჰოლანდიის გარდა სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. მათი ფასი  30,000 ევროდან იწყება და 90,000 ევროს აღწევს.

Варианты дизайна гостиной-столовой в Wikkelhouse.

Встроенный кухонный уголок.

Встроенный кухонный уголок.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა