12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები ადამიანთა შეცდომებს ყურადღებით დააკვირდებიან და თითოეულ მათგანს იმის მიხედვით მიეზღვება, როგორც დაიმსახურებს. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები — გულწრფელობა და პატიოსნება გამოავლინოთ და დაეხმაროთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ, ხოლო ტყუილმა, სიხარბემ და ინტრიგებმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.
კურო
პლანეტების განლაგებაკუროების ფიზიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების რიტმზე აისახება. პირველ რიგში, შესაძლოა ორგანიზმზე გადაჭარბებული დატვირთვა იგრძნოთ. ბევრ კუროს შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდეს და თავი შეუძლოდ იგრძნოს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ფრთხილად მოეკიდოთ და ზედმეტ სტრესსა და ძლიერ ემოციებს მოერიდოთ — მათ შორის ძალიან პოზიტიურ ემოციებსაც. უმჯობესია დრო შინ, ოჯახურ სიმშვიდეში გაატაროთ.
ტყუპები
დღის განმავლობაში ბევრჯერ გექნებათ განცდა, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებთ, თუმცა ზოგჯერ მოგიწევთ, ყველაფერი ბედი-იღბალს მიანდოთ. საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა, თუმცა მათზე გავლენის მოხდენა ყოველთვის არ გამოგივათ. ტყუპებისთვის საუკეთესო სტრატეგიაა აქტიურობა იქ, სადაც ვითარება მოითხოვს, ხოლო სხვა დროს — უბრალოდ დამკვირვებლის როლი. ამ დღეს დინების წინააღმდეგ ცურვა სრულიად უაზროა.
კირჩხიბი
ამ დღეს კირჩხიბებს გაუმართლებთ საქმეში, რომელიც რისკს შეიცავს. თქვენი შრომისმოყვარეობა და დისციპლინა შთაგაგონებთ და სამომავლო მიზნებისკენ გაგიხსნით გზას. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანის შექება, სასიამოვნო სიახლე ან საქმიანი წინადადება. ხელსაყრელი დროა პარტნიორული კავშირების დასამყარებლად, ეცადეთ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ლომი
ამ დღეს სიზარმაცე გაიძულებთ, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე მიატოვოთ ან უხარისხოდ დაასრულოთ, რაც შეცდომებს გამოიწვევს. უცნაურია, მაგრამ ყველაზე შრომისმოყვარე ლომებიც კი ეცდებიან საკუთარი მოვალეობები სხვას გადააბარონ, ლოგინზე წამოწვნენ და ყოველდღიურ საქმეებზე აღარ იფიქრონ. შესაძლოა, ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალი იყოს —ზოგჯერ საჭიროა საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება მისცეთ.
ქალწული
მშვენიერი დღეა შორი მოგზაურობებისთვის. თამამად დაგეგმეთ მივლინება — ის წარმატებით, ზედმეტი სირთულეების გარეშე ჩაივლის. ეს დღე კარგი შესაძლებლობებს სთავაზობს ყველას, ვინც ახალი საქმის დაწყებას აპირებს. კარიერა, ბიზნესი, პირველი ბინის ან ავტომობილის ყიდვა — ყველაფერი, რაც ცხოვრების ახალ ეტაპს უკავშირდება, დიდი ალბათობით, წარმატებული იქნება.
სასწორი
ამ დღეს პრობლემები ელით მათ, ვინც წარსულში სიფრთხილე ვერ გამოიჩინა. მაგალითად, თუ ავტომობილი შეიძინეთ და არ დააზღვიეთ, გამორიცხული არ არის, რომ დააზიანოთ. მსგავსი სიურპრიზები მოსალოდნელია ბიზნესის საკითხებშიც. თუ ძველი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა გაქვთ, იმოქმედეთ. ვარსკვლავები თითქმის ყველა სფეროში დაგეხმარებიან.
მორიელი
რეალისტური ხედვა და საღი გონება დაგეხმარებათ, რომ მოვლენები ისე მიიღოთ, როგორიცაა. მზად იყავით, რომ აქტიური მოქმედება და გზადაგზა გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. უმჯობესია, რომ ზოგი გეგმა დროებით, საიდუმლოდ შეინახოთ — ამ დღეს ყველაფერი ახლობლებთანაც კი არ უნდა გაამხილოთ.
მშვილდოსანი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს რაღაც ისეთი თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. შესაძლოა, ერთმა უადგილოდ ნათქვამმა სიტყვამ თქვენი ავტორიტეტი სერიოზულად დააზიანოს. თავი შეიკავეთ ხელმძღვანელობის წინაშე აზრის გამოთქმისგან — სიმართლის სიყვარული ყოველთვის სასარგებლო არ არის. კოლეგებთან შესაძლოა გაუგებრობა წარმოიშვას, რაც დღის განმავლობაში დაძაბულ ატმოსფეროს შექმნის.
თხის რქა
ამ დღეს აუცილებელია, რომ თქვენზე გამოცდილი ადამიანის რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. სულ ერთია ენდობით მას თუ არა. ვარსკვლავები თხის რქების თვითგამოხატვას ხელს შეუწყობენ, განსაკუთრებით მათ, ვინც შემოქმედებით საქმიანობაშია ჩართული. ენდეთ ინტუიციას — ის საჭირო დროს სწორ გადაწყვეტილებას მიგანიშნებთ.
მერწყული
ეს დღე მერწყულებს საშინაო საქმეებისკეთებისა და ოჯახის წევრებზე ზრუნვისკენ განაწყობს. უმჯობესია, რომ ბიზნესთან დაკავშირებული სერიოზული საკითხები სამომავლოდ გადადოთ — ამ დღეს საქმე გართულდება და მოსალოდნელ შედეგს ვერ მოიტანს. ჯობს, საღამო შოპინგს, სტუმრად წასვლას და გართობას დაუთმოთ.
თევზები
ამ დღეს საკუთარი არჩევანის დაცვა მოგიწევთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ გარშემომყოფებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახოთ, თუნდაც ამისთვის ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.შესანიშნავი დროა ოჯახური ცხოვრების დაგეგმვისთვის, შვილის ჩასახვის ან შვილად აყვანისთვის.