რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს - გერმანიის კანცლერი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას აფასებს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს.
„რუსეთის სასტიკი აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიბიძგებს ჩვენ, ერთად დავდგეთ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია, გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე. კერძოდ, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაჩქარდეს. მოდით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა შოლცმა.
ცნობისთვის,გერმანიის კანცლერი დღეს ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ლიდერებს მასპინძლობდა.