თეგებით ძიება

ეს არის ყველაზე დიდი საბაბი, რის გამოც ვერ ეგუებიან ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობას - რის შესახებ საუბრობს გოგა ხაინდრავა?

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები არის ყველაზე მაღალი ინტერესი.

"საქართველომ პირველად, თავის დამოუკიდებლობის პერიოდში გაბედა და განცხადა, რომ მისი ხალხის ინტერესები არის ყველაზე მაღალი ინტერესი. ეს არის ყველაზე დიდი საბაბი, რის გამოც ვერ ეგუებიან ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობასა და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ყველაფერი დანარჩენი, რაც ჩვენ გვესმის, იმის შესახებ, რომ რაღაც განსაკუთრებული სიყვარული, მეგობრობა და პარტნიორობა გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყანას, ეს არის ქიმერა, ეს რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ ჩვენ ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გეზი ავიღეთ“, - აცხადებს კინორეჟისორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა