კეზერაშვილზე უამრავი ცუდი რამ მსმენია და წამიკითხავს, მაგრამ ახლა მიზანი გაერთიანებაა - ზურა ჯაფარიძე
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დავით კეზერაშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კეზერაშვილს ბიზნესები აქვს მიტაცებული, თუმცა ახლა მიზანი გაერთიანებაა.
"გამიგია, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები იყო, რაც მიისაკუთრა, რაღაც ეგეთი. მსმენია გულისხმობს, რომ რაღაც წაკითხული მაქვს, რაღაც მოსმენილი მაქვს, რა თქმა უნდა ეგეთი ინფორმაციები ბევრი ყოფილა მასთან მიმართებით.
ხელის ჩამორთმევაზე არ არის საუბარი, მაგრამ კი, ახლა მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ახლა მიზანი არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ამ სისტემის დამარცხება სხვანაირად შეუძლებელია და ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.