თეგებით ძიება
10. 11. 2022 COVID - 19

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა - გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ამ განცხადების მიუხედავად მაინც აღნიშნა, რომ საჭიროა ფხიზლად ყოფნა, რადგან შესაძლოა, კოვიდინფექციის ახალი ვარიანტები გაჩნდეს.

"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის მიზეზია. ჩვენ ყველა მთავრობას, საზოგადოებას და ინდივიდებს მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ“, - აღნიშნა გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა