„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ - არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალურ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები სურდათ.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს იმ სტატუსს, რომელზეც ამბიცია ჰქონდა, რადგან ისინი აღარ არიან მთავარი ოპოზიციური პარტია. მან ოპოზიციურ ელექტორატს მოუწოდა 2024 წლის არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რათა აირჩიონ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიები, ვინც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.
„მეორე მხარეს არის უფრო მეტი პრობლემები, საქმე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას. ხედავთ, რომ მიმდინარეობს უკვე საბოტაჟი ნიკა მელიას წინააღმდეგ. ნიკა მელია თავის დროზე საბოტაჟს აწარმოებდა სახელმწიფოსა და პარლამენტის წინააღმდეგ, ასე რომ, „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.