„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას არ განვიხილავ“ - ხატია დეკანოიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიის თავმდჯომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს.
„ჩემი კანდიდატურა ნამდვილი არ განმიხილავს თავმჯდომარის პოსტზე, არ ყოფილა ამის შინაგანი მოლოდინი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომლის დანიშვნაც ჩემი თანხმობის გარეშეა შესაძლებელი, რადგან ეს ჩემი ნება და ჩემი სურვილი უნდა იყოს. მე ვარ ჩემი პარტიის მხარეს და ჩემი პარტია მე მიმაჩნია ძირითად ბერკეტად ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. არ ვთვლი, რომ პარტია რამდენიმე ნაწილად გაიყო, კრიტიკა და რაღაც მოსაზრება პარტიის საწინააღმდეგოდ ყველას შეიძლება, ჰქონდეს და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ“, - განაცხადა დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.