თეგებით ძიება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" არის რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო.

„რასაკვირველია, მე კარგად ვერ ვერკვევი იმ სიღრმეებში, რაც შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობდეს და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ზედაპირზეა. ზედაპირზე კი არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამდენი ხანი ლიდერი ვერ გამოიკვეთა. რეალურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. დღეს ისინი ამის შედეგებს იმკიან, ვინაიდან მათი ცხრაწლიანი მმართველობის არავითარი შიდაანალიზი, გადააზრება არ მომხდარა. სწორედ ამის შედეგებია დღეს სახეზე. რა თქმა უნდა, ეს მათი საქმეა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ყოველთვის ითვლება, რომ ქვეყნისთვის სისუსტეა, როცა სუსტი ოპოზიცია ჰყავს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა