თეგებით ძიება
12. 11. 2022 სპორტი

საქართველომ ისლანდია ანგარიშით 88:85 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდიაში მეტად პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისლანდიის ნაკრები ანგარიშით 88:85 დაამარცხა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა დარბაზში მოსული 100-ზე მეტი ქართველი გულშემატკივრის თვალწინ ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა უხერხული მეტოქე და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ქართველებმა რეიკიავიკში ურთულესი ომი გადაიტანეს, ბოლო წამებზე უდიდეს ზეწოლას გაუძლეს და მეტოქეს, რომელმაც წინა საშინაო მატჩებში იტალია და უკრაინა დაამარცხა, ერთ ხელის გაწვდენაზე მქონე მსოფლიო ჩემპიონატის საგზური სანატრებელი გაუხადეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდებოდა ისლანდიის დამარცხება, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილს სწორედ ისლანდიელები იკავებდნენ. პირველ-მეორე ადგილებზე იტალია-ესპანეთი არიან.

მატჩი რეიკიავიკში გაიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა