თეგებით ძიება

სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს - მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას მოლოდინი აქვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ალტერნატიული ექსპერტიზა იტყვის, რომ სააკაშვილს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მსგავს დასკვნას წარადგენს, მათ "სერიოზული გამოცდა ელოდებათ სასამართლო პროცესზე".

"დარწმუნებული ვარ, რასაც "ვივამედის" ექიმები აცხადებენ იმას გაიმეორებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. იტყვიან, რომ ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს. მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, მინდა თავშივე გავაფრთხილო",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა