თეგებით ძიება

დღეს 26 რიცხვია, 26-ში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, ახლა შეიძლება, ახალი ისტორია დაიწეროს - ნუკრი კაკილაშვილი

ვეტერანმა ფეხბურთელმა ნუკრი კაკილაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევრო 2024-ზე საქართველო-პორტუგალიის შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მატჩის წინ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მატჩის წინ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„ბიჭებმა ისტორია შექმნეს და ფაქტობრივად, უკვე გმირები არიან, რამდენი წელია, ჩვენ ამას ველოდებით, ჩვენი პატარა ქვეყანა ასეთ უდიდეს ფორუმზე გავიდა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, უნდა დაწყნარდნენ, არაფერი ჩვენს ბიჭებს დასაკარგი არ აქვთ, მით უმეტეს იმათ მოტივაცია არ აქვთ და ფეხბურთში უმოტივაციოდ თამაში შინაგანად მაინც გიჭირს. ჩვენ გვაქვს მოტივაცია.

ამაზე ხომ არ უნდა გავჩერდეთ და დავკმაყოფილდეთ, მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ. თან არ დაგვავიწყდეს, დღეს 26 რიცხვია, 26-ში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, ისტორია დაიწერა 26-ში, ახლა შეიძლება, ახალი ისტორია დაიწეროს, უკვე ქვეჯგუფიდან გავიდეთ. სპორტში ყველაფერია მოსალოდნელი, ბევრი სენსაციაც გვინახავს.

ძალიან მკაცრად უნდა ვითამაშოთ ჩვენ დაცვით ხაზში, წინ ისეთი შემქმნელები გვყავს. ყველა დროს ასე იყო, რომ ფეხბურთში ინდივიდუალისტები წყვეტდნენ თამაშის ბედს. ჩვენს მომენტს უნდა დაველოდოთ. ჩვენ გვყავს კვარა, ჩაკვე, ჟორჟი, რომელსაც გოლის საოცარი შეგრძნება აქვს, თან გვემატება კიტე”, - აღნიშნა ნუკრი კაკილაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა