თეგებით ძიება

ოპერაციის აქ გაკეთებაზე თანახმა არ ვიქნები - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება იმას, რომ სააკაშვილს ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდეს.

მისი თქმით, სააკაშვილი 1 თვეზე მეტია, რაც მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს.

"1 თვეზე მეტია მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს. ამერიკელები როცა ჩამოსული იყვნენ, მაშინ ორთოპედმა თქვა, რომ ეს ყველაფერი განვითარდება. „ოპერაციას გუშინ გავაკეთებდი, უფრო ადრე გავაკეთებდი“ აი ასე ამბობდა ის ადამიანი. მე არ ვიქნები თანახმა, რომ ეს ოპერაცია აქ გაკეთდეს... არავითარ შემთხვევაში“, - აცხადებს გიული ალასანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა