ბაიდენმა გეი-სექსუალური ურთიერთობის გამო გასამართლებული აშშ-ის ყოფილი სამხედროები შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ყველა იმ ყოფილ ამერიკელი სამხედროს, რომელიც გასამართლებული იყო ჯარში გეი-სექსუალური ურთიერთობის გამო, შეიწყალებენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ეს განკარგულება ათასობით ადამიანს შეეხება. მათ ექნებათ უფლება მიმართონ ხელისუფლებას და შეწყალება მოითხოვონ.
„ჩვენი ქვეყნის სამხედროები თავისუფლების წინა ხაზზე დგანან და საკუთარ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში, რათა ჩვენი ქვეყანა დაიცვან. მიუხედავად მათი მამაცობისა და დიდი მსხვერპლისა, ათასობით ლგბტქ+ სამხედრო იძულებული იყო წასულიყო ჯარიდან სექსუალური თუ გენდერული ორიენტაციის გამო“, - ციტირებს სააგენტო ბაიდენს.
აშშ-ის ადმინისტრაცია თავად აპირებს დაუკავშირდეს ყოფილ სამხედროებს და აცნობოს მათ ახალი გადაწყვეტილების შესახებ.
2013 წლამდე აშშ-ის ჯარში ერთნაირსქესიანთა სექსი დასჯადი ქმედება იყო. 2013 წლის ბოლოს ამერიკის სენატმა ეს აკრძლავა გააუქმა.