თეგებით ძიება
29. 06. 2024 სპორტი

სამი ქართველი - WHOSCORED-მა სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა

პოპულარულმა ინტერნეტპორტალმა Whoscored-მა წარმოადგინა გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 23 წლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები.

გუნდში საქართველოს ნაკრებიდან სამი, ესპანეთიდან ორი, ასევე თითო-თითო მოთამაშეა ნიდერლანდების, სერბეთის, იტალიის, პორტუგალიის, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებიდან.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების სრული სიმბოლური ნაკრები ასეთია:

👉 მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.75)

👉 მცველები: ლიუტსხარელ გერტრეიდა (ჰოლანდია, 6.23), სტრაჰინია პავლოვიჩი (სერბეთი, 7.12), რიკარდო კალაფიორი (იტალია, 6.89), ნუნო მენდეში (პორტუგალია, 7.15)

👉 ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, 7,18), პედრი (ესპანეთი, 7,11), ჯამალ მუსიალა (გერმანია, 7,77), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7,24)

👉 თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (საქართველო, 7.42), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 7.15)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა