"ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო დავამარცხოთ" - ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი
ისტორიულ მატჩამდე ერთი დღე რჩება - პორტუგალიასთან დადებული გასაოცარი შედეგის შემდეგ, ესპანელები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში დაძაბული და რთული იქნება.
ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, ალეხანდრო გრიმალდოს თქმით, საქართველოსთან წარსულში ჩატარებულ მატჩებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან სპორტსმენი განმარტავს, რომ ფეხბურთი სწრაფად პროგრესირებს და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.
"ყველა კარგი მოთამაშის გონებაში ჩაბეჭდილია ის, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო დავამარცხოთ, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და ჩვენი თავის საკუთარი ვერსია წარმოვაჩინოთ. ფეხბურთი სწრაფად იცვლება, საქართველოს ნაკრებთან მანამდე მოპოვებული გამარჯვებები მომდევნო მატჩზე არანაირ გავლენას არ იქონიებს და ამ მატჩს დაძაბულობისგან არ განმუხტავს. ეს წარსულის შედეგებია, ჩვენ იმაზე ვფოკუსორდებით რაც წინ გველოდება", - ამბობს ალეხანდრო გრიმალდო.