„ოცნება“ გახდა ბარიერი და მუხრუჭი ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე - მიხეილ დაუშვილი
ფაქტობრივად, „ოცნება“ გახდა ბარიერი და მუხრუჭი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„ფაქტობრივად, „ოცნება“ გახდა ბარიერი და მუხრუჭი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის უმძიმესი რეალობა. ჩვენი ევროპელი მეგობრები, ყველანაირ რესურსს იყენებენ ბოლომდე. მათი მიზანია, შესაძლებლობა, სივრცე დატოვონ იმისათვის, რომ იქნებ შემოტრიალდნენე ესენი, იქნებ „ფერი იცვალონ“, იქნებ ცოტა შეცვალონ ქვეყნის დამაზიანებელი მიდგომები. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს გზა არ ჩაიხერგოს. მუხრუჭები არ გახდეს იმდენად მტკივნეული და დამამძიმებელი, რომ ამან საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად დააზიანოს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
აიპრესი