თეგებით ძიება

ვინ შექმნა ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმა და რა ღირს ორიგინალი ბრენდის საიტზე?

ჩვენი ფეხბურთელების ფორმა ქართული სულის და იტალიური ოსტატობის უნიკალური შერწყმაა. ფორმის დიზაინი ეკუთვნის ჯგუფ „ვინდფორსს“ ვატო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.

და აი, ამ ფორმის ფერები - თეთრი და წითელი - კიდევ ერთხელ გვახსენებენ ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს დროშას. ეს არ არის უბრალო ფერთა შეხამება, ეს არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი ღირებულებების და ჩვენი მომავლის ვიზუალური გამოხატულება. ფორმაზე ასევე, გამოყენებულია სახელმწიფო სიმბოლიკა.

თეთრი - სიწმინდის, სიმართლის და იმედის სიმბოლო

წითელი კი - ეს არის ჩვენი გმირების სისხლი, ჩვენი ვნება და ცეცხლოვანი ბუნება. ეს არის ფერი, რომელიც გვახსენებს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენს უსაზღვრო სიყვარულს სამშობლოსადმი და იმ ენერგიას, რომელიც ჩვენს გვასაზრდოვებს.

როდესაც ეს ორი ფერი ერთიანდება ჩვენი ნაკრების ფორმაზე, ისინი ქმნიან არა მხოლოდ ვიზუალურ ჰარმონიას, არამედ ძლიერ გზავნილს მსოფლიოსთვის.

Macron, რომელიც ფორმა შეკერა იტალიური სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიაა. იგი დაარსდა 1971 წელს ბოლონიაში. თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა ბეისბოლის უნიფორმებს, მაგრამ შემდეგ გაფართოვდა სხვა სპორტულ სფეროებშიც.

ამ ფორმის ორიგინალები ბრენდის საიტზე იყიდება და მისი საბაზრო ფასია $199.99

წითელი ფორმის კი, - €82.00

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა