სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ჩემი კოლეგები, რომლებიც ანტიევროპულ საქმეს აკეთებენ - რას წერს სანდრო რაქვიაშვილი?
პარტია „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12 პუნქტზე საუბრობს.
მისი თქმით, ოპოზიციაში არიან მისი კოლეგები, ვინც ანტიევროპულ საქმეს აკეთებენ.
"სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ჩემი კოლეგები, რომლებიც ანტიევროპულ საქმეს აკეთებენ და პირდაპირ ცდილობენ, ჩაშალონ პროცესი იმ პატარა ნაწილში პასუხისმგებლობის, რომელიც ოპოზიციის მხარეს არის. ცალკეული საკითხების გარდა, სადაც მათ შორის ჩვენი ჩართულობით რაღაც პროგრესი იყო მიღწეული, გლობალურ საკითხებში ჯერ შორს ვართ, რომ შეთანხმება მივაღწიოთ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.