"თანავუგრძნობ! პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს, Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლონეთი ევროპის გულია.
„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“.- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა.