თეგებით ძიება
16. 11. 2022 მსოფლიო

დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი, გამორიცხულია - გერმანიის კანცლერი

პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, NATO-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა.

უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა