თეგებით ძიება

მონაწილეობას მივიღებ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დიდ ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმა, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ იმიტომ, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და რეალური, მებრძოლი, უკომპრომისო ოპოზიცია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა