თეგებით ძიება
16. 11. 2022 მსოფლიო

პოლონეთში უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს საღამოს პოლონეთში უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

"არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთს ვინმე განზრახ თავს დაესხა. ბევრი რამე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა იყო, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა,“ - განაცხადა დუდამ.

ცნობისთვის, გასულ ღამეს, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა