თეგებით ძიება
17. 11. 2022 მსოფლიო

მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან - გაერო-ში უკრაინის ელჩი

გაერო-ში უკრაინის ელჩის, სერგი კისლიცას თქმით, რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში, უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს პოლონურ მხარესთან.

"მხარს ვუჭერთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ ამ გამოძიებაში“, - განაცხადა კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა