თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში პოლიციელს თავს დაესხა და უკბინა

 

საბერძნეთში, საქართველოს 30 წლის მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და ფეხზე უკბინა - ინციდენტი აეროპორტში მოხდა

დღეს, 16:20 30  

საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც აეროპორტ "მაკედონიაში" პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცი სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში ცნეს დამნაშავედ. ამასთან, მის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე დეპორტაციასთან დაკავშირებით, რადგან ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.

საბრალდებო დასკვნის მონაცემებით, შემთხვევა გასულ სამშაბათს მოხდა. პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქე 30 წლის მამაკაცი აეროპორტ "მაკედონიაში" საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების მიზნით მივიდა, სადაც დადგინდა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა, სწორედ ამ დროს გახდა მამაკაცი აგრესიული და პოლიციას დაუპირისპირდა.

რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა