თეგებით ძიება

აქვს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა და რისკჯგუფშია გააქტიურების - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა აქვს.

"იყვნენ ფიზიატრები, ძალიან ცნობილი და მაღალი დონის პროფესიონალები და თქვეს, რომ აქვს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა და რისკჯგუფშია გააქტიურების. წესით, უნდა დაენიშნოს მკურნალობა, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი სხვა დაავადებაც აქვს, ვერ უნიშნავენ ამ მკურნალობას, იმიტომ, რომ შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის დანარჩენი ყველაფერი, რაც აღენიშნება, გაუარესდეს, ამიტომ დროებით დავაკვირდებით“, - აცხადებს გიული ალასანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა