თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი „ოქსფორდის კავშირში“ ლექციას წაიკითხავს? - პრეზიდენტის ადმინიტსრაცია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“ „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი უმასპინძლებს.

მათივე ინფორმაციით, ოქსფორდის კავშირის ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია” დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დავიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა