თეგებით ძიება
18. 11. 2022 მსოფლიო

კიევის რეჟიმმა მსოფლიოს სამჯერ დაუმტკიცა ნატოს მარცხი - ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, კიევის რეჟიმმა სამჯერ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს ნატო-ს მარცხი.

"აშკარაა, რომ ეს ნატოს დასასრულის დასაწყისია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნატოს იარაღით გამოკვებილი კიევის რეჟიმი მისი მესაფლავე გახდა” - წერს ვოლოდინი თავის Telegram არხზე.

მან თავისი მოსაზრების დამადასტურებელი სამი მაგალითი მოიყვანა: როდესაც რუმინული გამანადგურებელი ჩამოაგდეს შავი ზღვის თავზე; როცა დრონი რუმინეთის, უნგრეთის, ხორვატიის - ნატოს სამი ქვეყნის ტერიტორიებზე გაფრინდა და ზაგრებში აფეთქდა; როდესაც უკრაინული რაკეტა პოლონეთში ჩავარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა