თეგებით ძიება

როგორია ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშების მდგომარეობა? - ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს

რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.

დაშავებულების ჯანმრთეობის მდგომარეობის შესახებ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ნათია გელაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, 40 წლამდე ასაკის ორივე დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს დილით შემოიყვანეს. მათ სიმაღლიდან ვარდნისას მიღებული ზედაპირული დაზიანებები აქვთ. ექიმის თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ. ამჟამად იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

მომხდართან დაკავშირებით, საწარმოს წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა