"უკვე მთავრობამ დაადასტურა კოვიდის მორიგი ტალღა...სამწუხაროდ, დასტურდება ჩემი გაფრთხილება…"- გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში კოვიდის მორიგი ტალღის არსებობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"უკვე ოფიციალურად მთავრობამ დაადასტურა კოვიდის მორიგი ტალღა!
სამწუხაროდ, მერამდენედ დასტურდება ჩემი გაფრთხილება… ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ქართული პოლიტიკაც წრეზე არ ტრიალებს…
ევროპა აგვისტოდან ემზადებოდა და შედეგსაც ვხედავთ.
საქართველო, კომენტარის გარეშე, თავად იცით…
დღეს ბავშვთა საავადმყოფოები გადატვირთულია.
დღეს რეანიმაციები დატვირთულია.
საკუთარ თავს მიხედეთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze