თეგებით ძიება
22. 11. 2022 მსოფლიო

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით, მოვამზადოთ უკრაინელები შესაბამისი პირობებისთვის - აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით, მოვამზადოთ უკრაინელები შესაბამისი პირობებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ინდონეზიაში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვნახეთ ბევრი წარმატება ბრძოლის ველზე და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით მოვამზადოთ უკრაინელები ზამთრის პირობებისთვის და მივცეთ მათ შესაძლებლობა, განახორციელონ ზეწოლა მოწინააღმდეგეებზე ზამთრის ცივი თვეების დროს“, - განაცხადა მინისტრმა.

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა