თეგებით ძიება
22. 11. 2022 სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა

პორტუგალიელმა ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„კლუბის მადლობას უხდის მას უზარმაზარი წვლილისთვის და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს მას და მის ოჯახს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გასულ კვირას რონალდუმ ჟურნალისტ პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. ამის შემდეგ მედიაში გაჩნდა შეტყობინებების იმის შესახებ, რომ კლუბი ფორვარდს სასამართლოში უჩივლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა