თეგებით ძიება
23. 11. 2022 მსოფლიო

"არასდროს დავივიწყებთ და არასდროს ვაპატიებთ" - ოლენა ზელენსკა სამშობიაროს დაბომბვაზე

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში ზაპოროჟიეს რაიონის ვოლნიანსკის სამშობიაროზე სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება, რა დროსაც ახალშობილი დაუღუპა.

"რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა. ამ ღამით სამიზნე ზაპოროჟიეს რეგიონის სამშობიარო საავადმყოფო გახდა. 2 დღის ბიჭი გარდაიცვალა...

საშინელი ტკივილია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვის ახლობლებს. საჭიროა დაშავებულების სწრაფი დახმარება. ჩვენი გული შენთანაა" - წერს ოლენა ზელენსკა.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამშობიარო განყოფილების ორსართულიანი შენობა განადგურდა, დაიღუპა ერთი ახალშობილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა