ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევისას, დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
"რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა", - წერს გერაშჩენკო.
კიევის მერის თქმით, აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.