თეგებით ძიება

იმედია, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა - თეა წულუკიანი

იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

"იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არის დამოუკიდებელი და დაე ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი ნუ განიზრახავს რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს მოსამართლეს, იმიტომ, რომ მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს ერთი მიზეზი გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, ეს დოკუმენტები ჩვენ არვის არ გვიდევს წინ", -განაცხადა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა