თეგებით ძიება
29. 11. 2022 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა - რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა.

„ოქროს ხანა“ დასრულდა, ისევე, როგორც „მიამიტური იდეა“, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას გამოიწვევდა. არ შეიძლება ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის უგულებელყოფა ისეთ საკითხებში, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები", - განაცხადა სუნაკმა.

ამასთან, რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმუშავებს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ამ მწვავე კონკურენციის სამართავად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა