თეგებით ძიება

ავტომანქანა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დამიწვეს - რას ამბობს წალენჯიხის მერი?

​წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს ავტომანქანა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დაუწვეს.

"შესწავლისას დადგინდა, რომ ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე, საიდანაც შემდეგ ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია აალება ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, წინა ფრთასთან, ძრავის განყოფილების სახურავთან", - განაცხადა წალენჯიხის მერმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნის ამონარიდში წერია.

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს წალენჯიხის მერის სახლთან მდგარ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა