მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის კონკრეტული ნიმუშები აუღეს
კლინიკა „ვივამედში“ ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის კონკრეტული ნიმუშების ასაღებად, მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი კვლევის ჩატარებას დათანხმდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განმარტებით, აღებულ მასალაზე შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს განახორციელებენ.
უცნობია, როდის იქნება დასკვნა.