თეგებით ძიება

გლდანში გარკვეულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N30-იდან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი („სქაი პლაზასა“ და „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) დროებით გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, 7 დეკემბრის 09:00 საათიდან ხიზანიშვილის ქუჩიდან წამომსვლელი ავტომობილები, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ნაწილობრივ, „გლდანი პლაზას“ ტერიტორიაზე არსებული პარკინგის გამოყენების მიზნით, გზის დანარჩენ ნაწილზე კი (ხიზანიშვილის ქ. N30-იდან ვეკუას ქუჩის დასაწყისამდე არსებული მონაკვეთზე) მოძრაობა შეიზღუდება.

„ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილებისთვის ვეკუას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მკვეთი ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა კი დროებით შეიცვლება.

მიკროავტობუსები: N496, N439 და N486 მოსულიშვილის ქუჩიდან მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, ამავე ქუჩის N35-იდან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდებიან;

მიკროავტობუსი N510 ვეკუას ქუჩიდან ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალების შემდეგ, ბოლომდე ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება. აღნიშნულ მიკროავტობუსს გაჩერება ექნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩის კვეთასთან.

ავტობუსი N297 მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას ვეკუას ქუჩაზე განაგრძობს, საიდანაც ნანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალდება და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა