გურიაში ერთ-ერთ ოჯახს დაკლული ღორი მოჰპარეს
ოზურგეთში, სოფელ ძიმითში ერთ-ერთ ოჯახს დაკლული ღორი მოჰპარეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
ქურდობის ფაქტს სოფლის გამგებელი ადასტურებს.
"კი, მოხდა ნამდვილად ასეთი ცუდი ფაქტი. მოჰპარეს ერთ-ერთ ოჯახს დაკლული ღორი. ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი, ვინ გააკეთა ეს", - განაცხადა ზურაბ მორჩილაძემ.