თეგებით ძიება

სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო - ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშს შეუერთდა

 სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო - მომღერალი, ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშს შეუერთდა.

მამალაძე ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უდიდესი თხოვნაა, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

“გვარებს არ ვიტყვი, ვინმე არ გამომრჩეს, ეს არის ჩემი და ჩემო ოჯახის უდიდესი თხოვნა, რომ ისინი გათავისუფლდნენ“, - ამბობს ის.

სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო და არ შემეძლო არ მოვსულიყავი. ჩემი უდიდესი თხოვნაა, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც არის ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, სხვების გვარებს არ ვიტყვი, ვინმე არ გამომრჩეს, ეს არის ჩემი და ჩემო ოჯახის უდიდესი თხოვნა, რომ ისინი გათავისუფლდნენ. არ გვინდა დაძაბულობა, ისდაც ირევა ყველაფერრი, უნდა დავმშვიდდეთ, ეს არის ჩემი და ყველას დიდი განცდა“, - განაცხადა ეკა მამალაძემ.

სხვადასხვა თაობისა და ჟანრის შემსრულებელი შეკრებას ფილარმონიასთან დაიწყებენ და თბილისის ქუჩებში მსმენელთან ერთად მარშს მოაწყობენ. ბოლო გაჩერება კი პარლამენტი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა