დაკეტილმა ტაძარმა ვის რა უნდა დაუშაოს არ ვიცი - დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე
ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადსა და კარზე კვერცხების სროლის ფაქტზე „ქრონიკასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტაძრის ეზო იკეტება და კვერცხები ეზოს გარედანაა ნასროლი.
„ტაძრის დასავლეთ ფასადი, მთავარი შესასვლელი კარი მოთხვრილი დაგვხვდა. ნასროლი კვერცხებით მოთხვრილი იყო არა მარტო კარი, არამედ ნაწილობრივ სამრეკლო. ეზო იკეტება, თუმცა ნასროლია ეზოს გარედან. დაკეტილმა ტაძარმა ვის რა უნდა დაუშავოს, არ ვიცით. ანჩისხატი თბილისის არა მხოლოდ ყველაძე ძველი ტაძარი, არამედ ყველაზე ძველი ნაგებობაა“, - აღნიშნა დეკანოზმა.
ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - ანჩისხატის ტაძარს კვერცხები ესროლეს.