თეგებით ძიება
12. 12. 2022 ბიზნესი

კიდევ ერთი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში - ინოვაცია, რომელიც მომავალს ქმნის

21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების სამყაროა, რომელიც მიმართულია ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გამარტივებისკენ. ჩვენ სიცოცხლის ძირითად ნაწილს სახლში ვატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, თანამედროვე სამყაროს ტენდენციებს და მოთხოვნებს არ ჩამოვრჩეთ.

ჭკვიანი სახლი - ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც UX development-ი პარტნიორ ამერიკულ კომპანია - Cali Automation Corp-თან ერთად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს.

Cali Automation Corp-სა და ქართულ-ამერიკული კაპიტალით შექმნილ კომპანია UX development-ს შორის გენერალური მემორანდუმი უკვე გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, UX development-ი გახდა Cali Automation Corp-ის ერთადერთი ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

UX development-ი Cali Automation Corp-თან თანამშრომლობით მობინადრეებს ჭკვიანი სისტემებით აღჭურვილ ბინებს ჩააბარებს. შესაბამისად, ქართულ სამშენებლო ბაზარზე UX development-ი ხდება ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც ინოვაციურ მიდგომებს ამკვიდრებს და მომხმარებლებს მომავლის სახლს სთავაზობს.

დღეს ბაზარზე ჭკვიანი სისტემებით აღჭურვილ სახლზე მაღალი მოთხოვნა არ არის, თუმცა UX development-ი მოვლენებს წინ უსწრებს და მომხმარებლების სამომავლო ინტერესებს ითვალისწინებს, რადგან რამდენიმე წელიწადში, ჭკვიანი სახლი იქცევა ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელ საჭიროებად და არ იქნება მხოლოდ კომფორტის ატრიბუტი.

„ამ ეტაპზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს, შემდეგი ელემენტი კი კომფორტს მოიცავს. 2023 წელი იქნება ჩვენი პროექტებისა და სერვისების გამართვის პერიოდი. თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ UX development-მა სხვა სამშენებლო კომპანიებისთვის ჭკვიანი სისტემების მიწოდებაც განახორციელოს“, - აცხადებს UX development-ის დამფუძნებელი, ირა მელიმონაძე.

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანია არის ამერიკული სტანდარტებითა და პროდუქციით წარმოდგენილი, ხოლო, ფაქტობრივად, მომსახურების არარსებობის გამო, მსურველებს საკუთარი ძალისხმევით უწევთ ჭკვიანი სისტემების მოძიება თუ ინსტალაცია, UX development-ი მომხმარებელს ამ გზას უმარტივებს და სთავაზობს: ჭკვიანი სისტემის პროექტირებას, მონტაჟს და ინსტალაციას შემდგომი მომსახურებითა და გარანტიით.

ამგვარად, UX development-ი Cali Automation Corp-თან ერთად, შესაძლებლობას გაძლევთ, იცხოვროთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჭკვიან სახლში. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის ინოვაცია, რომელიც უსაფრთხო, ხარისხიან, მარტივ და კომფორტულ მომავალს ქმნის თანამედროვე ადამიანისთვის.

დამატებითი ინფორმაცია:

Cali Automation Corp არის აუდიო-ვიზუალური პროფესიონალების გუნდი, რომელსაც 12 წელზე მეტი ხანგრძლივობის ყოვლისმომცველი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. ხარისხი რაოდენობაზე უპირატესია - ეს არის კომპანიის მთავარი დევიზი, რაც მომხმარებლების საუკეთესო ინტერესებს ეფუძნება.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ავტომატიზაციის ინდუსტრიაში ისეთ ტოპ ბრენდებს, როგორიცაა: Crestron Electronics, Control4, Savant.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა