ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად - პოლიტიკაახალი ამბებიმარკეტა გრეგორევა
ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც - ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რეფორმების შესრულება და ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია. არ არსებობს ადგილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისთვის. ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს სჭირდება, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა, მე ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად“, – განაცხადა გრეგორევამ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.