თეგებით ძიება

"ავტორიტარი მმართველები ახალისებენ ვერბალურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე, შემდეგ..." - რას წერს გიორგი მშვენიერაძე?

ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯერ ავტორიტარი მმართველები ახალისებენ ვერბალურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე, მათ დასცინიან, შეურაცხყოფენ, ნორმალიზებას ახდენენ მსგავსი ქცევის. ამ ყველაფერს კი მალევე მოსდევს სხვების მიერ მსგავსი საქციელის გამეორება და ძალადობაც.

"საკითხი ასე დგას - ჯერ ავტორიტარი მმართველები ახალისებენ ვერბალურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე, მათ დასცინიან, შეურაცხყოფენ, ნორმალიზებას ახდენენ მსგავსი ქცევის. ამ ყველაფერს კი მალევე მოსდევს სხვების მიერ მსგავსი საქციელის გამეორება და ძალადობაც.
ასე ხდებოდა სხვაგან, ასე ხდება ჩვენთანაც. ვისაც არ გახსოვთ, ბატონმა ი.კობახიძემ მიიტანა მსგავსი იერიში ნატაშკაზე რამდენიმე კვირის წინ. დღეს ამის ლოგიკური გაგრძელება ვიხილეთ", - წერს მშვენიერაძე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს პირდაპირი ჩართვის დროს ტელეიმედის ოპერატორმა ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა