“ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს - ზურაბ ჯაფარიძე
"ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, “ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს არა მარტო პოლიტიკოსების მიმართ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა რუსულ რეალობაში ცხოვრობს და მას მოლოდინი არ აქვს, რომ გახარიაზე თავდასხმის გამო ვინმეს დასჯიან.
“მოლოდინი არც უნდა გვქონდეს, რომ ვინმეს დააკავებენ ან დასჯიან, ეს არის ზღაპარი, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რუსულ რეალობაში ვართ, სადაც გვყავს ასობით ნაწამები ადამიანი, კადრები გვაქვს, სადაც “ტიტუშკები” უსწორდებიან ადამიანებს, პოლიცია გვერდით დგას და უმოქმედოა. ასეთი რეალობაა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა იცავს სისტემის ჭანჭიკებს და სჯის იმ ადამიანებს, ვინც მიდის სისტემის წინააღმდეგ.