თეგებით ძიება

"ჩემი პატივისცემა გიორგის და მის გუნდს, ყველაზე რთული პერიოდიდან გამოიყვანა ჩემი ოჯახი სამუდამო განადგურებისგან" - ზაზა სარალიძე

ტრაგიკულად დაღუპული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.

"ოციოდე დღის დანიშნული იყო გიორგი გახარის შ.ს.ს მინისტრად როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა.

ბევრს არაფერს ვიტყვი მასზე ერთის გარდა,ამ ადამიანს შეუძლია მოსმენა,გაანალიზება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

ჩემი პატივისცემა გიორგის და მის გუნდს,ყველაზე რთული პერიოდიდან გამოიყვანა ჩემი ოჯახი სამუდამო განადგურებისგან,როცა უკიდურეს ზომამდე ვიყავი მისული(ბევრ უნდოდა მასეთი შედეგი)რასაც ვერ ვიტყვი ვერც ერთ დანარჩენ მაშინდელ მთავრობის ვერც ერთ წარმომადგენელზე,ყველას ეშინოდა ჩემთან შეხვედრის მათ გარდა და რატომ დღესაც არ ვიცი.მან ყველა დახურული კარი გააღო ჩემთვის რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დახურა და პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.

პოლიტიკოსი,მინისტრი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იყოს გიორგი გახარიას ნაირი ან მეტი.

მუხლდაჩოქილი როცა ვეხვეწებოდი ყველას დახმარებას,რომ სიმართლე უნდა გარკვეულიყო, მხოლოდ გახარია და მისი გუნდი მისმენდა და რეაგირებდა ობიექტურად.

მან იცის მოწინააღმდეგის კარგად შეფასება და შემდეგ მოქმედება.

ამიტომ ბევრი გახარიასნაირი ან მასზე მეტი პოლიტიკოსი ჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს.

პ.ს. ამ კაცს რომ იცნობდე პირადად უნდა იცნობდე და მასზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ მიუთითებს ქართული ოცნების წარმომადგენლების არაკაცობას,არაქართველობას,არაადამიანობას და მათ დასასრულს.

სამხარაძე კი ადამიანურად მეცოდება,მასეთი არაკაცები არავის არსად არ სჭირდება,იცის მაგი დიტომ!!!", - წერს ზაზა სარალიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა