"ქალაქი-ქალაქში" - ყველაზე მოთხოვნადი უბანი, რომელიც ახალ შესაძლებლობას იძლევა
"ქალაქი-ქალაქში" - ამ მეტსახელითაა ცნობილი, თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყველაზე დიდი გარეუბანი - გლდანი, რომელიც სხვა გარეუბნებისგან მისი განვითარების მაღალი დონით გამოირჩევა. 10 მიკრორაიონისა და რამდენიმე დასახლებისგან შემდგარი გლდანის რაიონი 200,000 მოსახლეს იტევს. 1970-იან წლებში გაშენებული მასივი დროთა განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბნად იქცა. მოთხოვნის პარალელურად იზრდება უძრავი ქონების ღირებულებაც.
გლდანის მასივს კენტ და ლუწ მიკრორაიონებად ჰყოფს 2.5 კილომეტრიანი საზოგადოებრივი ზოლი. მარტივი განლაგება, არაერთი მოლი, მრავალი საზოგადოებრივი თუ გასართობი დაწესებულება და გამართული სატრანსპორტო სისტემა - გლდანის უპირატესობებათ ითვლება.
სოლუმის ახალი მიმდინარე პროექტი გლდანის V მ/რ-ში, ჯაბიძის 11 ნომერის მიმდებარედ
სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტი" გთავაზობთ ახალ პროექტს გლდანის V მ/რ-ში, ახმეტელის მეტროდან 10 წუთში. პროექტი ერთი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება, მინიმალური ფართი 42 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსი აღჭურვილი იქნება 41-ე დადგენილების შესაბამისად, თანამედროვე სამშენებლო მასალებითა და თბოიზოლაციის საშუალებებით, რომელიც 20%-ით ამცირებს გათბობა-გაგრილებაზე გასაწევ გაზისა და ელ. ენერგიის დანახარჯებს. კორპუსის გარშემო გამართული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ: საზ. ტრანსპორტის გაჩერება, გლდანის საფეხბურთო ცენტრი, საბავშვო ბაღი, სკოლები და სავაჭრო ობიექტები.
ისარგებლე შენზე მორგებული პირობებით და გახდი სოლუმის ახალი პროექტის მობინადრე! დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით ნომერზე: 0322 12 11 11